20 ივნისი 2026,   00:01
ვრცლად
რუსეთი, სავარაუდოდ, ბირთვული ქობინით აღჭურვილი "ბურივესნიკის" ტიპის ფრთოსანი რაკეტის გამოსაცდელად ემზადება

სავარაუდოდ, მიმდინარე კვირას, რუსეთი ბირთვული ქობინით აღჭურვილი "ბურივესნიკის" ტიპის ფრთოსანი რაკეტის გამოსაცდელად ემზადება. 

"როიტერსის" ინფორმაციით, სპეციალისტებმა ბოლო კვირების განმავლობაში სატელიტური სურათები შეისწავლეს და დაასკვნეს, რომ ბარენცის ზღვის არქიპელაგზე, პანკოვოს საცდელ ბაზაზე, ინტენსიური აქტივობაა. 

ტერიტორიაზე გადასროლილია პერსონალი, ტექნიკა, ხომალდები და თვითმფრინავები. ტექნიკური მზადება მიმდინარეობს რაკეტების გამშვებ პუნქტებთან.

დღის ამბები