17 აგვისტო 2026,   22:43
ვრცლად
სატელეფონო საუბარი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრსა და სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს შორის - მაკა ბოჭორიშვილმა სომეხ კოლეგას ისტორიული შეთანხმების მიღწევა მიულოცა

2025 წლის 12 აგვისტოს, სომხური მხარის ინიციატივით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა სატელეფონო საუბარი გამართა სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრთან, არარატ მირზოიანთან.

საგარეო საქმეთა მინისტრებმა ისაუბრეს 2025 წლის 8 აგვისტოს, ვაშინგტონში, "აზერბაიჯანის რესპუბლიკასა და სომხეთის რესპუბლიკას შორის მშვიდობისა და სახელმწიფოთაშორისი კავშირების დამყარების შესახებ" მიღწეული შეთანხმების შესახებ. 

მაკა ბოჭორიშვილმა, სომეხ კოლეგას ქვეყნებს შორის ისტორიული შეთანხმების მიღწევა მიულოცა. აღინიშნა, რომ შეთანხმება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს სამხრეთ კავკასიაში გრძელვადიანი მშვიდობისა და სტაბილურობის განმტკიცებას.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, კიდევ ერთხელ დაადასტურა ქართული მხარის მზაობა, წვლილი შეიტანოს რეგიონული თანამშრომლობის  განვითარებაში.

საუბრისას, მხარეებმა, ასევე მიმოიხილეს საქართველოსა და სომხეთს შორის ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები.

დღის ამბები