22 აგვისტო 2026,   19:34
ვრცლად
ოზურგეთის დრამატული თეატრი ანზორ ერქომაიშვილის 85 წლის იუბილესადმი მიძღვნილ კონცერტს მასპინძლობს

ოზურგეთის დრამატული თეატრი ანზორ ერქომაიშვილის 85 წლის იუბილესადმი მიძღვნილ კონცერტს მასპინძლობს. ტრადიციული პროგრამა ანსამბლმა "რუსთავმა" მის დამაარსებელს, საზოგადო მოღვაწესა და ლოტბარს მიუძღვნა.

ანსამბლი ანზორ ერქომაიშვილისა და ქორეოგრაფიული ხელოვნების გამორჩეული მოღვაწის, ფრიდონ სულაბერიძის მიერ დაწყებულ დიდ საქმეს დღესაც აგრძელებს. "რუსთავი" ქართულ ფოლკლორსა და ქორეოგრაფიას როგორც საქართველოში, ისე საერთაშორისო ასპარეზზე წარმოადგენს.

დღის ამბები