უკრაინისა და საფრანგეთის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.
როგორც ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელ X-ის საკუთარ გვერდზე წერს, ემანუელ მაკრონს უთხრა, რომ ახლა მნიშვნელოვანია, რუსებმა ვერ შეძლონ ვინმეს მოტყუება.
"უკრაინა, საფრანგეთი და სხვა პარტნიორები მზად არიან, რაც შეიძლება პროდუქტიულად იმუშაონ რეალური მშვიდობისთვის. მართლაც მნიშვნელოვანია, რომ რუსებმა კიდევ ერთხელ ვერ შეძლონ ვინმეს მოტყუება. ყველას გვჭირდება ომის რეალური დასრულება", - ამბობს ვოლოდიმირ ზელენსკი.