აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ თეთრ სახლში პრესკონფერენცია ჩაინიშნა ქალაქ ვაშინგტონში მომხდარი დანაშაულების საკითხზე სასაუბროდ.
"ორშაბათს, თეთრ სახლში პრესკონფერენცია გაიმართება, რომელიც, არსებითად, შეაჩერებს ძალადობრივ დანაშაულს ვაშინგტონში. ის მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე საშიშ ქალაქად იქცა, თუმცა მალე ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ადგილი გახდება", - წერს ტრამპი Truth Social-ზე გამოქვეყნებულ პოსტში.
ტრამპმა 6 აგვისტოს განაცხადა, რომ არაა გამორიცხული, ვაშინგტონის ქუჩების გასაკონტროლებლად, ეროვნული გვარდია გამოიყენოს.