23 აგვისტო 2026,   02:34
ვრცლად
"ქართული ოცნების" ლიდერები პერმანენტულად ადანაშაულებენ ქართველ ხალხს და საქართველოს სახელმწიფოს აგვისტოს ომის დაწყებაში - ირაკლი კუპრაძე

ერთი ომის ორი თარიღი - შვიდი თუ რვა აგვისტო? როდის დაიწყო საომარი მოქმედებები კვლავ დისკუსიის საგანია.

"ქართულ ოცნებაში" კიდევ ერთხელ განაცხადეს, რომ მიხეილ სააკაშვილის ბრძანებულების თანახმადაც, რუსეთის ფედერაციამ საქართველოს საზღვარი 8 აგვისტოს გადმოკვეთა. წლების განმავლობაში, 8 აგვისტო აღინიშნებოდა ომის დაწყების დღედ, თუმცა ათი წლის შემდეგ, ოპონენტებმა გადაწყვიტეს შეეცვალათ ეს თარიღი.

ცნობისთვის, ოპოზიციის წარმომადგენლები მუხათგვერდის სასაფლაოზე ბოლო წლების განმავლობაში 7 აგვისტოს მიდიან.

დღეს, ურთიერთბრალდებები ისმოდა იმაზეც თუ ერთი მხრივ რა ნაბიჯები გადადგა იმჟამინდელმა ხელისუფლებამ, მეორე მხრივ კი რა შეფასებები კეთდება ამ ნაბიჯებზე მოქმედი ხელისუფლების მხრიდან.

კიდევ ერთხელ გაიხსენეს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 2008 წლის 3 ოქტომბრის რეზოლუცია.

პარტია ”ლელო - ძლიერი საქართველოს” გენერალური მდივნის, ირაკლი კუპრაძის განცხადებით, "ქართული ოცნება" აგვისტოს ომის დაწყებაში საქართველოს პერმანენტულად ადანაშაულებს. 

"ქართული ოცნების" ლიდერები პერმანენტულად ადანაშაულებენ ქართველ ხალხს და საქართველოს სახელმწიფოს აგვისტოს ომის დაწყებაში. ამ წლების განმავლობაში, მრავალგზის დადასტურდა, რომ პუტინმა და რუსულმა ტერორისტულმა სახელმწიფომ, თავდასხმის შედეგად, ასობით ჩვენი მოქალაქე მოკლა", - განაცხადა ირაკლი კუპრაძემ. 

პარტიის "გახარია საქართველოსთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრის, თამარ კეკენაძის განცხადებით, ისინი როგორც 7,  ასევე 8 აგვისტოსაც  მიაგებენ პატივს აგვისტოს ომში დაღუპულ გმირებს. 

"ამ რეზოლუციას, თავის დროზე ხელი რატომ მოაწერა "ნაციონალურმა მოძრაობამ" შეგიძლიათ მათ ჰკითხოთ. ჩვენ როგორც შვიდ აგვისტოს, ასევე რვა აგვისტოს და მთლიანად, ამ პერიოდის განმავლობაში, მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ პატივი მივაგოთ დაღუპულ სამხედროებს", - განაცხადა თამარ კეკენაძემ. 

დღის ამბები