შვედმა პოლიტიკოსმა, რომელმაც პრაიდს "ქაოსის ჯაჭვი" უწოდა, კრიტიკის შემდეგ პარტია და მუნიციპალიტეტში პოსტი დატოვა - ამის შესახებ ინფორმაციას შვედური პრესა ავრცელებს.
შაბათს, როდესაც სტოკჰოლმში პრაიდი ტარდებოდა, სხვადასხვა თაობის, ეროვნების, რელიგიური მიმდინარეობის თუ ტრადიციების წარმომადგენელი 10 ათასი კაცი სტოკჰოლმის ცენტრში მდებარე კუნგსტრედგორდენის პარკში შეიკრიბა, რათა იესო ქრისტესთვის ემღერა ქება.
შეკრებილთა შორის იყო შვედეთის ქრისტიანი დემოკრატების პარტიის წევრი, სტოკჰოლმის ბოტკირკას მუნიციპალიტეტის საბჭოს დეპუტატი, მუნიციპალიტეტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე და დიალოგის და დემოკრატიის კომიტეტის თავმჯდომარე ადაი ბეთკინი, რომელმაც მოგვიანებით პლატფორმა X-ზე დაწერა, რომ „მეტმა ადამიანმა უნდა გაბედოს სიმართლის დაცვა, ეს ჩვენი მოვალეობაა“ და პრაიდს „ქაოსის ჯაჭვი“ უწოდა.
„10 ათასი ქრისტიანი იესოს ქებას უმღერდა სტოკჰოლმში, როდესაც მეორე მხარეს ქაოსის ჯაჭვი აგრძელებდა სვლას.
„მეტმა ადამიანმა უნდა გაბედოს სიმართლის დაცვა, ეს ჩვენი მოვალეობაა“
წყარო: ipress.ge