მსოფლიო ბანკმა უსაფრთხოებისა და დაცულობის ინდექსი გამოაქვეყნა, სადაც მსოფლიო რეიტინგში საქართველო ევროპის საუკეთესო ოცეულშია.
კვლევის მიხედვით, მსოფლიოში საზოგადოებისათვის ყველაზე უსაფრთხო გარემო სინგაპურშია, ევროპაში კი პირველ ადგილს ისლანდია იკავებს.
საქართველო მსოფლიო რეიტინგში 25-ე ადგილზე გავიდა, ხოლო ევროპაში 14-ე ადგილზეა. საქართველო, უსაფრთხოების და დაცულობის ინდექსით, უსწრებს დიდი შვიდეულის ყველა ქვეყანას, ევროკავშირისა და NATO-ს წევრ 24 სახელმწიფოს.