19 ივნისი 2026,   10:50
ვრცლად
ღაზაში საომარი მოქმედებები არ წყდება - "ცახალის" იერიშებს, ბოლო 24 საათის განმავლობაში, 80-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა

ღაზაში საომარი მოქმედებები არ წყდება - "ცახალის" იერიშებს, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კიდევ 83 ადამიანი ემსხვერპლა. არიან დაშავებულები.

საერთაშორისო საზოგადოებისა მოწოდებების მიუხედავად, ამ ეტაპზე ისრაელსა და ტერორისტულ ორგანიზაცია "ჰამასს" შორის ცეცხლის შეწყვეტის მოლაპარაკებები ჩაშლილია.

დღეს ისრაელის მინისტრთა კაბინეტთან არმიის შტაბის ხელმძღვანელმა ღაზაში სამხედრო კამპანიის გაგრძელების ვარიანტები წარადგინა.

მედია წერს, რომ ისრაელის პრემიერ-მინისტრი მიმდინარე კვირას ღაზის სექტორის სრული დაპყრობის წინადადებით გამოვა. ცნობებით შეშფოთებულია ევროკავშირი და გაერო.

დღის ამბები