პარლამენტის თავმჯდომარე, კონგრესმენ უილსონსა და "ნაციონალურ მოძრაობას" შორის, ამერიკული "ფარას" დოკუმენტებით გამოაშკარავებულ ფინანსურ კავშირზე საუბრობს.
ირკვევა, რომ ექსპრეზიდენტის პარტიამ, ლობისტური მომსახურების სანაცვლოდ, კონტრაქტი კომპანია "ნელსონ მალინსთან“ გააფორმა, რომელიც ჯო უილსონის შემომწირველი იყო და წლების განმავლობაში კონგრესმენის პოლიტიკურ აქტივობებს აფინანსებდა. სწორედ ამ ფაქტს უკავშირებს, შალვა პაპუაშვილი, "მეგობარი აქტის" მიღების აუცილებლობაზე, ჯო უილსონის მოწოდებებს.
"მეგობარი აქტის" მიღების აუცილებლობაზე, ორპარტიული კანონპროექტის ინიციატორმა დღეს, x-ის საკუთარ გვერდზე დაწერა.
ორპარტიულ კანონპროექტს, რომელიც საქართველოს მაღალი თანამდებობის პირებისთვის სანქციებსა და სავიზო შეზღუდვებს ითვალისწინებს, ოპოზიციის სრული მხარდაჭერა აქვს. ხელისუფლების ოპონენტები, ვინც კონგრესმენ უილსონის ხშირი სტუმრები არიან, ადასტურებენ, რომ მეგობარი აქტის, მისაღებად, დოკუმენტის ავტორებთან თავადაც აქტიურად თანამშრომლობენ.
ორპარტიულ კანონპროექტს კონგრესის მხარდაჭერა აქვს, თუმცა დოკუმენტს რესპუბლიკელი სენატორები ბლოკავენ. მიზეზი სახელისუფლებო გუნდის თქმით, ტრამპის ადმინისტრაციის დამოკიდებულებაა "მეგობარ აქტზე", რომლის შინაარსსაც "ქართული ოცნების" შეფასებით, ახალი ადმინისტრაცია არ იზიარებს.
"მეგობარი აქტს" სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა და წარმომადგენელთა პალატამ მხარი დაუჭირა. ახლა ჯერი კონგრესის ზედა პალატაზე, სენატზეა. სანამ კანონპროექტი ხელმოსაწერად პრეზიდენტ დონალდ ტრამპამდე მიაღწევს, ის სენატმაც უნდა დაამტკიცოს, სადაც დოკუმენტის განხილვას ორი სენატორი ბლოკავს.