23 აგვისტო 2026,   09:13
ვრცლად
Agile Spirit 2025-ის ფარგლებში, მე-2 ქვეითი ბრიგადის სამედიცინო ასეულმა ვაზიანის პოლიგონზე სამედიცინო საველე სწავლება ჩაატარა

"მტკიცე სული 2025-ის" კულმინაციური საველე სწავლება საბრძოლო სროლებით გაიმართა. ვაზიანის მე-11 პოლიგონზე კომბინირებულ სწავლებას თავდაცვის მინისტრი, თავდაცვის ძალების მეთაურთან და ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის გაერთიანებული შტაბის მეთაურთან ერთად დაესწრო. 

ადგილზე იყვნენ საქართველოში აკრედიტებული თავდაცვის ატაშეები, NATO-ს სამეკავშირეო ოფისის, NATO-საქართველოს არსებითი პაკეტის ძირითადი ჯგუფის, შტატების საელჩოს თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის სამსახურის და ევროკავშირის მონიტორინგის მისიის წარმომადგენლები. 

Agile Spirit საქართველოში მეთორმეტედ ტარდება. სწავლება მიზნად ისახავს მონაწილე ქვეყნების თავდაცვის ძალების მზადყოფნის დონის ამაღლებას, ურთიერთთავსებადობისა და ოპერატიული შესაძლებლობების გაძლიერებას.

დღის ამბები