22 აგვისტო 2026,   13:15
ვრცლად
ინდონეზიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულფულებიან ელჩად და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ერების ასოციაციაში საქართველოს წარმომადგენლად თორნიკე ნოზაძე დაინიშნა

ინდონეზიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულფულებიან ელჩად და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ერების ასოციაციაში (ASEAN)  საქართველოს წარმომადგენლად თორნიკე ნოზაძე დაინიშნა.

2024 წლიდან თორნიკე ნოზაძე ინდონეზიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ერების ასოციაციაში (ASEAN) საქართველოს წარმომადგენლობის საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანის პოზიციას იკავებდა. 

თორნიკე ნოზაძეს საჯარო სექტორში  მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. მათ შორის, 2019-2022 წლებში იყო ფინეთის რესპუბლიკაში საქართველოს  საქმეთა დროებითი რწმუნებული.  2018-2019 წლებში ხელმძღვანელობდა საგარეო საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტს.

დღის ამბები