23 აგვისტო 2026,   09:14
ვრცლად
139 გამოკითხული, 46 სხდომა და 430-გვერდიანი დასკვნა - რა წერია პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შედგენილ დოკუმენტში?

მკვლელობა, წამება, ძალადობა, ბიზნესის რეკეტი, პირადი ცხოვრებით შანტაჟი, მედიისა და ბიზნესის ტერორი - ეს იმ დანაშაულების არასრული ჩამონათვალია, რომელიც კომისიის საბოლოო, 430-გვერდიან დასკვნაში მოხვდა. დროებითმა საგამოძიებო კომისიამ კანონით გათვალისწინებული მაქსიმალური, 6-თვიანი ვადა გამოიყენა და "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის დროს ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებები ფაქტებითა და შესაბამისი გამოკითხვის ოქმებით აღწერა. კომისიამ საქმიანობის პერიოდში სულ 46 სხდომა ჩაატარა, მათ შორის მოუსმინეს 139 პირს.

ფაქტებითა და დოკუმენტებით გამყარებულ დასკვნას კომისიის წევრები ისტორიულს უწოდებენ, რადგან, მათი განცხადებით, ამ დრომდე, არცერთ მსგავს შეფასებას პრაქტიკული შედეგები არ მოჰყოლია, არსებული კომისია კი დოკუმენტს შემდგომი რეგისტრაციისთვის საგამოძიებო უწყებას გადაუგზავნის.

საპარლამენტო კომისიის დასკვნითი სხდომის პარალელურად, დილიდანვე ჩაინიშნა საგანგებო ბრიფინგო "ნაციონალურ მოძრაობაში". პარტიის თავმჯდომარე დასკვნას არ აღიარებს და პროცესს პოლიტიკურ დევნას უწოდებს.

ვიდრე "ნაციონალური მოძრაობა" ხელისუფლებას ემუქრება, მმართველი გუნდი, ექსპრეზიდენტის პარტიის აკრძალვის მოთხოვნით, სარჩლს საკონსტიტუციო სასამართლოსთვის ამზადებს. თუ ინიციატივას 30 კანონმდებლის მხარდაჭერა ექნება, პარლამენტი საკონსტიტუციო სასამართლოს შესაბამისი სარჩელით მიმართავს.

5 თებერვალს დაწყებული დროებითი საგამოძიებო კომისიამ მუშაობა დღეს დაასრულა. კანონმდებლებმა პარლამენტს ვადის გახანგრძლივების მიზნით 2-ჯერ მიმართეს. კომისია მოცულობით დოკუმენტს პარლამენტს საშემოდგომო სესიის პირველივე პლენარულ სხდომაზე წარუდგენს და მუხლობრივად განიხილავს.

 

ავტორი: კესო ქაფიანიძე

დღის ამბები