23 აგვისტო 2026,   03:22
ვრცლად
ინდულგენცია ვერ იქნება ვერცერთი პროფესია, მან სილა კი არ გააწნა კონკრეტულ პიროვნებას, მან სილა გააწნა სახელმწიფოს - ირაკლი კირცხალია მზია ამაღლობელზე

პროფესია ინდულგენცია ვერ იქნება - ასეთია "ქართული ოცნების" პოზიცია. საპარლამენტო უმრავლესობაში აცხადებენ, რომ "ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" დამფუძნებლის მზია ამაღლობელის საქმე სისხლის სამართლის დანაშაულია. 

"ინდულგენცია ვერ იქნება ვერცერთი პროფესია, როდესაც საკითხი ეხება სახელმწიფოებრიობას. მან სილა კი არ გააწნა კონკრეტულ პიროვნებას და სახელ და გვარს, მან სილა გააწნა სახელმწიფოს. ეს არის ფაქტი და ეს არის ამ ფაქტის შეფასება. პოლიტიკურ შეფასებას ვაკეთებ ამ ფაქტის და დარწმუნებული ვარ, რომ ნებისმიერი საღად მოაზროვნე ადამიანი ასე უყურებს", - აღნიშნა პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ირაკლი კირცხალიამ. 

დღის ამბები