დროებითი საგამოძიებო კომისია ბოლო სხდომას მართავს - დეპუტატები განიხილავენ და დაამტკიცებენ დასკვნის პროექტს, რომელსაც საშემოდგომო სესიის დაწყებისას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე წარადგენენ.
კომისია შეიქმნა "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლების საქმიანობის შესასწავლად, მოგვიანებით მანდატი 2012 წლის შემდეგ პერიოდზეც გაიზარდა. დაიბარეს არაერთი პოლიტიკოსი და მოწმე. ოპოზიციონერი ლიდერების ნაწილი, რომელმაც კომისიასთან არ ითანამშრომლა, დაკავებულია.
"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, თინა ბოკუჩავას განცხადებით, მშვიდობიანი რევოლუციის განხორციელების შემდეგ, კომისიის ყველა წევრი საბრალდებო სკამზე აღმოჩნდება.
"ეს არის კომისია, რომელიც მიზნად ისახავდა პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დადანაშაულებას. ღალატის კომისიის თითოეული წევრი აღმოჩნდება საბრალდებო სკამზე და ეს მოხდება ძალიან მალე. ეს სწორედ ქართველი ხალხის მოტანილი ცვლილებების შედეგად მოხდება, რომელსაც დიახ, მშვიდობიანი რევოლუციით მოვიტანთ. მოღალატეობრივ მმართველობას აუცილებლად დაამხობს ქართველი ხალხი", - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.