92 წლის ასაკში კინორეჟისორი ელდარ შენგელაია გარდაიცვალა. ინფორმაციას "ნატო ვაჩნაძის ფონდი" ავრცელებს.
ელდარ შენგელაიამ კინორეჟისორის უმაღლესი განათლება მიიღო კინემატოგრაფიის საკავშირო სახელმწიფო ინსტიტუტში. თავისი სადებიუტო ფილმი მან გადაიღო 1963 წელს თამაზ მელიავასთან ერთად. "თეთრი ქარავანი" მწყემსთა ცხოვრების სირთულეს აღწერს.
ელდარ შენგელაიას მიღებული აქვს საქართველოს ლენინური კომკავშირის პრემია, შრომის წითელი დროშის ორდენი, სსრკ-ის სახელმწიფო პრემია, შოთა რუსთაველის სახელობის პრემია, წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენი, წმიდა გიორგის ოქროს ორდენი, თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება.