18 სექტემბერი 2026,   21:44
ვრცლად
გია აბაშიძე: 2027 წელს გაეროს ტურიზმის ორგანიზაცია საქართველოში პირველად ჩაატარებს ტურიზმისა და ინოვაციების ფორუმს - საქართველოს უკვე არსებულ ტურისტულ პროდუქტს ემატება ახალი შრე - ტექნოლოგიური და ინოვაციური ტურიზმი

ანალიტიკოსი გია აბაშიძე საქართველოში გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის ვიზიტს სოციალურ ქსელში ეხმაურება. როგორც ის აღნიშნავს, საქართველოს ტურისტული პოტენციალი იზრდება - არა ძველი შესაძლებლობების ნაცვლად, არამედ მათზე ახალი მიმართულებების დამატებით.

"ჩვენს ქვეყანას დიდი ხანია უკვე აქვს ის, რაც ტურიზმისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი საფუძველია: სტუმართმოყვარეობის ძირძველი ტრადიცია, კულტურული მემკვიდრეობა, უნიკალური ბუნება, ღვინო და სამზარეულო. ახლა ამ რესურსებს ემატება ტექნოლოგიები, ინოვაციები, განათლება და ახალი ბიზნესშესაძლებლობები.
სწორედ ამ გაფართოებული პოტენციალის კონტექსტში მნიშვნელოვანია ჩვენს ქვეყანაში სტუმრად მყოფი გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის, შაიხა ნასერ ალ ნუვაისის შეფასება საქართველოს ტურისტულ შესაძლებლობებზე“ - წერს გია აბაშიძე.

ამასთან, როგორც ანალიტიკოსი აღნიშნავს, კიდევ უფრო საინტერესოა, რომ 2027 წელს თავად გაეროს ტურიზმის ორგანიზაცია საქართველოში პირველად ჩაატარებს ტურიზმისა და ინოვაციების ფორუმს, რომლის თემატურ კონფერენციებს ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბი უმასპინძლებს.

„ეს უბრალოდ ახალი ღონისძიება არ არის. საქართველოს უკვე არსებულ ტურისტულ პროდუქტს ემატება ახალი შრე - ტექნოლოგიური და ინოვაციური ტურიზმი. სწორედ ამ გაფართოებაშია საქართველოს მომავალი ზრდის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო შესაძლებლობაც“, - წერს სოციალურ ქსელში გია აბაშიძე.

დღის ამბები