20 აგვისტო 2026,   12:40
ვრცლად
"გარკვეულწილად სწორედ გარკვეულ ინტერესთა კონფლიქტის და მიკერძოებულობის კვალს ტოვებს" - ირაკლი ქადაგიშვილი გერმანიის ელჩის მიერ მამუკა ხაზარაძის მეუღლის ფართის ქირავნობის საკითხზე

"ზოგადად, არ არის პოლიტიკურად კორექტული და, მათ შორის, დიპლომატიური ეტიკეტიდანაც კორექტული, როდესაც უცხო ქვეყნის ელჩი ქირაობს ერთ-ერთი წამყვანი ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის ლიდერის საკუთრებაში არსებულ ქონებას. ეს გარკვეულწილად სწორედ გარკვეულ ინტერესთა კონფლიქტის და მიკერძოებულობის კვალს ტოვებს," - ამის შესახებ პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა, რითაც გერმანიის ელჩის მიერ მამუკა ხაზარაძის მეუღლის ფართის ქირავნობის საკითხს გამოეხმაურა.

"მეორე საკითხი გახლავთ ის, რამდენად სამართლებრივად არის ეს ურთიერთობა სწორად გაფორმებული და შესაბამისი გადასახადები იხდება თუ არა ამ ქონების ქირავნობიდან გამომდინარე. ამასთან დაკავშირებით, ჯერ, როგორც ვხედავთ კონკრეტული პასუხი უკვე რამდენიმე დღეა არ არის.

როდესაც ხდება ქონების გაქირავება, ამ დროს აუცილებლად დგება შესაბამისი ხელშეკრულება. მით უმეტეს, როდესაც საუბარი არის უცხო ქვეყნის მოქალაქეზე და როდესაც ეს მოქალაქე არის ელჩი," - აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.

დღის ამბები