ბუნდოვანება და დარღვეული ხაზი კანონის დაცვასა და პოლიტიკურ კორუფციას შორის - ასე აფასებს მმართველი გუნდი გერმანიის ელჩისა და მამუკა ხაზარაძის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, ფიშერი ხაზარაძისგან უძრავ ქონებას ქირაობს.
ყავლაშვილის ქუჩაზე მდებარე 750 კვადრატული, სადაც გერმანელი დიპლომატი ცხოვრობს, სწორედ ხაზარაძის მეუღლის საკუთრებაა. ამ დრომდე უცნობია, გაფორმებულია თუ არა შესაბამისი ხელშეკრულება და იხდის თუ არა ხაზარაძის ოჯახი საშემოსავლო გადასახადს.
"კურიერი" ირინა ხაზარაძეს რამდენჯერმე დაუკავშირდა, თუმცა ის ზარებს არ პასუხობს. ჯერჯერობით უცნობია გერმანიის საელჩოს პოზიციაც, რომელსაც "კურიერმა" კითხვა წერილობით გაუგზავნა.
"ლელოში" პრობლემას ვერ ხედავენ, მმართველ გუნდში კი დიპლომატიური ეთიკისა და ნეიტრალიტეტის დარღვევაზე საუბრობენ.
"კურიერმა" ახალი დეტალები გაარკვია, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ ირინა ხაზარაძე რეგისტრირებულია როგორც ინდივიდუალური მეწარმე, თუმცა მას 2014 წლიდან დეკლარაცია არ უფიქსირდება და არ უფიქსირდება ქონების გაქირავებიდან მიღებულ შემოსავლებზე გადახდილი გადასახადები.
"კურიერი" ოფიციალურ პასუხს ელოდება.
ავტორი: ნანა გოგატაძე