17 აგვისტო 2026,   23:58
ვრცლად
"ეს იყო ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა და იმედი მაქვს, რომ თანამშრომლობა ქვეყნებს შორის კიდევ უფრო გაღრმავდება" - თურქეთის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი საქართველოში გამართულ შეხვედრაზე

საქართველო-თურქეთის მთავრობათაშორისი კომისიის ფარგლებში გამართულ შეხვედრებს ნაყოფიერს უწოდებს თურქეთის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი აბდულკადირ ურალოღლუ.

"განვიხილეთ საკითხების ფართო სპექტრი, განსაკუთრებით გამოვყოფდი ტრანსპორტის მიმართულებას - ვისაუბრეთ სახმელეთო, სარკინიგზო და საზღვაო ტრანსპორტის კუთხით თანამშრომლობაზე. ყურადღება გავამახვილეთ ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზაზე, რადგან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგით მის ამოქმედებასთან დაკავშირებით. ეს იყო ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა და იმედი მაქვს, რომ თანამშრომლობა ქვეყნებს შორის კიდევ უფრო გაღრმავდება“, - განაცხადა თურქეთის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა.

თბილისში საქართველო-თურქეთის ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი მთავრობათაშორისი კომისიის მეექვსე სხდომა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ მარიამ ქვრივიშვილის და თურქეთის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ აბდულკადირ ურალოღლუს თანათავმჯდომარეობით გაიმართა.

 

დღის ამბები