"უცხოეთში მოქმედი ქართული ცეკვისა და სიმღერის ანსამბლების მხარდაჭერა" - საგარეო საქმეთა სამინისტრო 2025 წლის საგრანტო კონკურსს აცხადებს. პროექტის მიზანი ქართულ დიასპორასთან კავშირების გაღრმავება და ქართული კულტურის პოპულარიზაციაა.
პროექტის ფარგლებში, დაფინანსდება საზღვარგარეთ მოქმედი ქართული ანსამბლების პროექტები.
წელს პირველად, პროგრამას ახალი კომპონენტიც დაემატა. გამარჯვებულებს კომისია კონკურსის წესით გამოავლენს.