20 აგვისტო 2026,   13:30
ვრცლად
უნიკალური მემკვიდრეობა, რომელსაც საქართველო მსოფლიოს საუკეთესო ღვინის ექსპერტებს უზიარებს - 8-ათასწლიანი ქართული ღვინის დამზადების ტექნოლოგიას ამერიკელი სომელიეები ეცნობიან

ღვინის სფეროს წამყვანი პროფესიონალები საქართველოს სტუმრობენ, რომ ქართული ღვინო იქ დააგემოვნონ, სადაც ათასწლეულების წინ, მისი ისტორია დაიწყო.

ამერიკელი მასტერ სომელიეების ტური ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით და მისი კონტრაქტორი, ამერიკული მარკეტინგული კომპანიის "კოლანჯელო ენდ პარტნერსის" ორგანიზებით ჩატარდა.

ტურის ფარგლებში ექსპერტები კახეთში, ღვინის მწარმოებელ კომპანიებს ესტუმრნენ, სადაც ქართული ღვინის დაყენების ტექნოლოგიას გაეცნენ და როგორც კლასიკური, ასევე ტრადიციული მეთოდით დამზადებული ღვინოები დააგემოვნეს.

მათთვის მასტერკლასი და დეგუსტაცია თბილისშიც გაიმართა.

ამერიკის შეერთებულ შტატებში ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით აქტიური მარკეტინგული კამპანია ხორციელდება, რომლის ერთ-ერთი მთავარი მიზანი ღვინის ექსპერტების საქართველოში ჩამოყვანა და მათი საშუალებით ქართული ღვინის ცნობადობის გაზრდაა.

 

ავტორი: ნინი ნაცვლიშვილი

 

 

 

დღის ამბები