28 აგვისტო 2026,   06:49
ვრცლად
პარლამენტის არჩევნები ამ კვირას რომ ტარდებოდეს, ვის მისცემდით ხმას? - "გორბის" კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 56.2%-მა "ქართული ოცნება" დაასახელა

თბილისში პოლიტიკური შეფასებების თემაა საზოგადოებრივი აზრის კვლევა, რომელიც "გორბიმ" ტელეკომპანია "იმედის" დაკვეთით ჩაატარა. 22 ივნისიდან 5 ივლისამდე, პირისპირი ინტერვიუს პრინციპით, 2 300 პირი გამოიკითხა.

"გორბის" კვლევის მიხედვით, კითხვაზე, პარლამენტის არჩევნები ამ კვირას რომ ტარდებოდეს ვის მისცემდით ხმას შემდეგი პარტიებიდან? - გამოკითხულთა 56.2%-მა "ქართული ოცნება" დაასახელა. 10.7% - "ლელო - ძლიერი საქართველო", 10% - "გახარია საქართველოსთვის", 9.5% - "კოალიცია - ცვლილებისთვის", 7.5% - "ნაციონალური მოძრაობა", 3.2% - "გირჩი", 1.8% - "პატრიოტთა ალიანსი".

დღის ამბები