02 სექტემბერი 2026,   20:31
ვრცლად
პარლამენტის მიმართ საქართველოს მოქალაქეების 62%-იანი ნდობა, კიდევ ერთი დასტურია, რომ მე-11 მოწვევის პარლამენტი ზუსტად ასრულებს ჩვენი საზოგადოების საარჩევნო დაკვეთას - შალვა პაპუაშვილი

პარლამენტის მიმართ საქართველოს მოქალაქეების 62%-იანი ნდობა, კიდევ ერთი დასტურია, რომ მე-11 მოწვევის პარლამენტი ზუსტად ასრულებს იმ საარჩევნო დაკვეთას, რომელიც ჩვენმა საზოგადოებამ საპარლამენტო არჩევნებზე მოგვცა, - წერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე სოციალურ ქსელში.

როგორც შალვა პაპუაშვილი აღნიშნავს, ხალხი მხარს უჭერს იმ საკანონმდებლო რეფორმებს, რომელსაც პარლამენტი ბოლო რამდენიმე თვეა ატარებს.

"ჩვენი მიზანია, ვიმოქმედოთ ხალხის მიერ მონიჭებული ამ მანდატის შესაბამისად.

ეს ნდობა, ასევე, კიდევ ერთი შეხსენებაა ბრიუსელისთვის, რომ ბრიუსელმა პატივი უნდა სცეს საბაზისო ევროპულ ღირებულებებს: გადაწყვეტილებების დემოკრატიულად მიღების წესს, ხალხის ნებას და ხალხის მანდატით მიღებულ კანონმდებლობას. ამის გარეშე ევროკავშირი ევროპა ვერ იქნება", - წერს შალვა პაპუაშვილი.

დღის ამბები