საქართველოს ელჩი ამერიკის პრეზიდენტს შეხვდა. თამარ ტალიაშვილმა დონალდ ტრამპს რწმუნებათა სიგელები გადასცა. შეხვედრას ესწრებოდა აშშ-ის სახელმწიფო მდივანი - მარკო რუბიოც.
რა გზავნილები გადასცა ქართულმა მხარემ ამერიკის შეერთებული შტატების ახალ ადმინისტრაციას? - მმართველ გუნდში აცხადებენ რომ ეს არის მნიშვნელოვანი დღე ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებში, რომელიც შტატებთან პარტნიორობას განამტკიცებს. განსხვავებული მოლოდინები აქვთ ოპოზიციურ პარტიებში.
პარტია "ლელო - ძლიერი საქართველოს" პოლიტიკური საბჭოს წევრის, ლანა გალდავას განცხადებით, რწმუნებათა სიგელების გადაცემა პროტოკოლური საკითხი იყო.
"საქართველოს და ამერიკის შეერთებულ შტატებს აქვს დიპლომატიური ურთიერთობა. როდესაც ორ ქვეყანასა შორის არსებობს დიპლომატიური ურთიერთობა, არსებობს ამ ქვეყნებში საელჩოები, იქ ხდება პროტოკოლური ღონისძიების დაგეგმვაც და ჩატარებაც.
პროტოკოლური ღონისძიებების ნაწილი არის ახლად დანიშნული ელჩის მიერ რწმუნებათა სიგელების გადაცემა. გუშინ ვნახეთ, რომ ასე მოხდა სხვა 12 ქვეყანასთან ერთად", - განაცხადა ლანა გალდავამ.