ქვეყანაში სამდღიანი მასობრივი პროტესტის შემდეგ, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ანტიკორუფციული ორგანოების დამოუკიდებლობის შესახებ რადას პროექტი წარუდგინა.
ამის მიუხედავად, უკრაინის ქალაქებში აქციები არ შეწყვეტილა. ათასობით მოქალაქემ ანტიკორუფციული ინსტიტუტების დამოუკიდებლობა კიდევ ერთხელ მოითხოვა.
პროექტის თანახმად, რომლის შესახებაც უკრაინული მედია წერს, გენერალურ პროკურორს აეკრძალება უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს და სპეციალიზებული ანტიკორუფციული პროკურატურის თანამშრომლებისთვის მითითებების მიცემა.
ორი უწყების გენერალური პროკურორის დაქვემდებარებაში გადასვლა გახდა პროტესტის და ბრიუსელის უკმაყოფილების მიზეზი.