23 აგვისტო 2026,   03:23
ვრცლად
"Deep state არაჩვეულებრივად არის განმარტებული ვიკიპედიაზე. ჩემი განმარტება Deep state-ის საკითხთან მიმართებაში, ემთხვევა აშშ-ში არსებულ დოქტრინას" - ლევან სანიკიძე

"ჩემი განმარტება Deep state-ის საკითხთან მიმართებაში, ემთხვევა აშშ-ში არსებულ დოქტრინას, რაც გულისხმობს აშშ-ში არსებულ ე.წ. ადმინისტრაციულ რესურსს", - ამის შესახებ "ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ლევან სანიკიძემ განაცხადა, რითაც აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორის, ტულსი გაბარდის განცხადებები შეაფასა.

"ეს არის ტერმინთან ჟონგლირება, რომელიც ძალიან ცუდად გამოსდის "ქართულ ოცნებას." Deep state არაჩვეულებრივად არის განმარტებული ვიკიპედიაზე. ჩემი განმარტება Deep state-ის საკითხთან მიმართებაში, ემთხვევა აშშ-ში არსებულ დოქტრინას, რაც გულისხმობს აშშ-ში არსებულ ე.წ. ადმინისტრაციულ რესურსს," - განაცხადა ლევან სანიკიძემ.

ცნობისთვის, ტულსი გაბარდმა "ფოქს ნიუსთან" ინტერვიუში თქვა, რომ დაზვერვის სფეროში ჯერ კიდევ არსებობს "დიფ სთეითის" წინააღმდეგობა. მან ამავე ეთერით ისაუბრა მიმდინარე გამოძიებაზე. როგორც მოქმედი პრეზიდენტის გუნდის წევრი აცხადებს, ობამამ ყალბი ინფორმაციის გამოყენებით შექმნა დასკვნა. მას სურდა ამერიკელი ხალხისთვის ეჩვენებინა, რომ პუტინი 2016 წლის არჩევნების დროს ტრამპის სასარგებლოდ მოქმედებდა.

დღის ამბები