28 აგვისტო 2026,   00:38
ვრცლად
NASA-ს ცნობით, მომავალ კვირას დედამიწას თვითმფრინავის ზომის ასტეროიდი ჩაუფრენს - რა უნდა ვიცოდეთ ამის შესახებ

თვითმფრინავის ზომის ასტეროიდი, მომავალ კვირას დედამიწას ჩაუვლის. NASA-ს ექსპერტებს სურთ, საზოგადოებამ გაიგოს, თუ რატომ არის ეს უფრო მეტად რუტინული, ვიდრე არაჩვეულებრივი მოვლენა. ინფორმაციას abcnews-ი ავრცელებს.

NASA-ს ცნობით, ასტეროიდს 2025 OW ეწოდა და მისი სიგრძე დაახლოებით 61 მეტრია. კოსმოსური სააგენტოს ცნობით, ის დედამიწას 28 ივლისს, დაახლოებით 600 000 კილომეტრის მანძილზე ჩაუვლის, რაც მთვარემდე საშუალო მანძილზე დაახლოებით 1.6-ჯერ მეტია.

NASA-ს მეცნიერები ხაზს უსვამენ, რომ ასტეროიდი შთამბეჭდავი, საათში 74 000 კილომეტრის სიჩქარით მოძრაობს, რაც ნორმალურია და შეშფოთების საგანი არ არის. NASA-ს რეაქტიული ძრავის ლაბორატორიის მედიასთან ურთიერთობის სპეციალისტმა იან ჯ. ო’ნილმა განაცხადა, რომ "ეს ჩვეულებრივი პრაქტიკაა".

"საფრთხის არსებობის შემთხვევაში, ჩვენ ამის შესახებ გავიგებდით. ჩვენ ყოველთვის ვაქვეყნებდით გაფრთხილებებს ჩვენს პლანეტარული თავდაცვის ბლოგზე", - დასძინა მან.

NASA-ს დედამიწასთან ახლოს მდებარე ობიექტების შესწავლის ცენტრის (CNEOS) ასტეროიდების ექსპერტი, დავიდე ფარნოკია კი აცხადებს, რომ დედამიწასთან ახლოს მოძრავი კოსმოსური ობიექტები ჩვენს მზის სისტემაში ხშირია.

დღის ამბები