23 აგვისტო 2026,   04:57
ვრცლად
"ერთიანი ნეიტრალური საქართველო" ევრობიუროკრატების მხრიდან წნეხზე საუბრობს - საზოგადოებრივი მოძრაობის განცხადებით, საქართველოს ევროინტეგრაცია შანტაჟის იარაღი გახდა

"ერთიანი ნეიტრალური საქართველო" ევრობიუროკრატების მხრიდან წნეხზე საუბრობს. საზოგადოებრივმა მოძრაობამ ჯერ ვრცელი წერილი გაავრცელა, შემდეგ კი განმარტებები მედიასთან გააკეთა და თქვა, რომ საქართველოს ევროინტეგრაცია შანტაჟის იარაღი გახდა.

"ხელისუფლება განაგრძობს ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებას, რომ 2030 წელს საქართველო ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი გახდეს" - ასეთია მმართველი გუნდის პოზიცია. "ქართულ ოცნებას" იმედი აქვს, რომ
ამ წლების განმავლობაში ევროკავშირში "დიფ სთეითი" დამარცხდება.

ოპოზიციის ნაწილი ადასტურებს, რომ ევროკავშირს გარკვეული პრობლემები აქვს. თუმცა, ხელისუფლების ოპონენტები საზოგადოებრივ მოძრაობას ახსენებენ, რომ ალიანსი საქართველოს გულშემატკივარია.

"ერთიან ნეიტრალურ საქართველოში" კი აცხადებენ, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნების უმრავლესობას სწორედ ეკონომიკური პრობლემები აქვს. პარალელურად, მიაჩნიათ, რომ არაფორმალური ძალები ცდილობენ საქართველოში პროცესები უმართავი გახადონ.

სახელისუფლებო პარტიას იმედი აქვს, რომ ევროპა რეალურ ღირებულებებს დაუბრუნდება და 2030 წლისთვის საქართველო თავისი ინტერესების დაცვის გათვალისწინებით გახდება ალიანსის წევრი ქვეყანა.

საზოგადოებრივმა მოძრაობამ ვრცელი წერილი დღეს გაავრცელა.

დღის ამბები