22 ივნისი 2026,   12:38
ვრცლად
დამნაშავეებმა, რაც არ უნდა გავლენიანი პირები ყოფილიყვნენ და ვინც არ უნდა ყოფილიყო ჩართული ამერიკელი ხალხის წინააღმდეგ ღალატის შეთქმულების შექმნაში, ყველამ უნდა აგოს პასუხი - ზუსტად ამას ვგულისხმობთ, როდესაც "დიფ სთეითზე" ვსაუბრობთ - ტულსი გაბარდი

ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული დაზვერვის დირექტორი, ტულსი გაბარდი  2016 წლის არჩევნების დროს რუსეთის ჩარევის შესახებ ბრალდებების გამო ობამას და სხვა პირების დასჯას ითხოვს.

შტატების დაზვერვის შეფმა განაცხადა, რომ ტრამპის წინააღმდეგ დანაშაული "დიფ სთეითის" დავალებით ჩაიდინეს

"ჩვენ იუსტიციის დეპარტამენტს ყველაფერს წარვუდგენთ, რაც მოვიპოვეთ და იმასაც, რის შეგროვებასაც გავაგრძელებთ. უნდა მოხდეს ბრალდებების წაყენება. დამნაშავეებმა, რაც არ უნდა გავლენიანი და ძლიერი პირები ყოფილიყვნენ იმ დროს და ვინც არ უნდა ყოფილიყო ჩართული ამერიკელი ხალხის წინააღმდეგ ამ ღალატის შეთქმულების შექმნაში, ყველამ უნდა აგოს პასუხი. ზუსტად ამას ვგულისხმობთ, როდესაც "დიფ სთეითზე" ვსაუბრობთ. ეს ძალიან შორს მიმავალი შედეგებია. ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც ამერიკელი ხალხის ნების ხელყოფას და, საბოლოო ჯამში, საკუთარი თავის ჩვენს დემოკრატიაზე მაღლა დაყენებას ცდილობენ. პრეზიდენტმა ტრამპმა მაქსიმალური გამჭვირვალეობის მანდატი გასცა. ეს ზუსტად ისაა, რასაც ჩვენ ვაკეთებთ. ამერიკელმა ხალხმა სიმართლე უნდა დაინახოს", - განაცხადა ტულსი გაბარდიმ.

დღის ამბები