გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 20 ივლისის დღის ბოლოდან 22 ივლისის დილამდე, საქართველოში მაღალი ტემპერატურის ფონზე, მოსალოდნელია დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, მთიან და მაღალმთიან ზონაში ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება.
მათივე ცნობით, მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია აღმოსავლეთ საქართველოს პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო).