22 აგვისტო 2026,   13:58
ვრცლად
ანაკლიაში, "მუსიკალური საღამოების" ფარგლებში, ელენე ფოჩხუას, სოფო პაპუაშვილის და ბენდის კონცერტი გაიმართა

ანაკლიაში, "მუსიკალური საღამოების" ფარგლებში, ელენე ფოჩხუას, სოფო პაპუაშვილის და ბენდის კონცერტი გაიმართა. ღონისძიება ზუგდიდის მერიის, "ანაკლია განმუხური რეზორტის" და სამეგრელოს დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციის მხარდაჭერით ჩატარდა.

ზღვისპირა კურორტზე რამდენიმე დღეა კონცერტები მიმდინარეობს. მსმენელის წინაშე უკვე წარდგნენ ჯგუფი "ურსა", "ქუჩის ბიჭები", მარიკა თხელიძე და ნინი ქარსელაძე.

დღის ამბები