20 ივნისი 2026,   18:16
ვრცლად
"აუცილებელია ლიდერების შეხვედრა, რომ ნამდვილად დამყარდეს მშვიდობა. უკრაინა მზად არის ასეთი შეხვედრისთვის" - ზელენსკი მოლაპარაკებების აუცილებლობაზე საუბრობს

უკრაინაში ომი გრძელდება. რუსეთმა უკრაინის დნეპროპეტროვსკის ოლქზე სარაკეტო დარტყმა განახორციელა - დაღუპულია ორი ადამიანი. თავდასხმა სინელნიკოსკის რაიონზე განხორციელდა. დანგრეულია ამბულატორია, სკოლა და კულტურის დაწესებულება.

სარაკეტო დარტყმის შედეგად დაზიანდა კერძო სახლები, დაიწვა ავტომობილები. ამასთან, რუსეთის არმიამ სოფელი იაბლონოვკა დაიკავა და წინ წაიწია იუნაკოვკის, ხათნეგოს, რომანოვკისა და ტორეცკის მიმართულებით.

საბრძოლო მოქმედებების ფონზე, ომში მყოფი ქვეყნის პრეზიდენტი რუსულ მხარეს მომდევნო კვირას მოლაპარაკებების ახალი რაუნდის გამართვას სთავაზობს. ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, იმასაც, რომ ხანგრძლივი მშვიდობის დამყარება მხოლოდ პირველი პირების შეხვედრის შედეგად არის შესაძლებელი.

"მოლაპარაკებების დინამიკა უნდა გაძლიერდეს. ყველაფერი უნდა გაკეთდეს ცეცხლის შეწყვეტის მისაღწევად. აუცილებელია ლიდერების შეხვედრა იმისათვის, რომ ნამდვილად დამყარდეს მშვიდობა. უკრაინა მზად არის ასეთი შეხვედრისთვის," - აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი.

დღის ამბები