08 ივნისი 2026,   21:41
ვრცლად
დააკავეს იორდანიის მოქალაქე, რომელიც ნარკოტიკულ საშუალებას, საკუთარი ბინის სადარბაზოში ყიდდა - "კურიერისთვის" საპოლიციო ღონისძიებების დეტალები გახდა ცნობილი

თბილისის აეროპორტში, გვიან ღამით, პოლიციამ საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარა. "კურიერისთვის" საპოლიციო ღონისძიებების დეტალები გახდა ცნობილი. ირკვევა, რომ  სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულისთვის იორდანიის მოქალაქე დააკავეს.

"კურიერის" ინფორმაციით, 25 წლის მამაკაცი აეროპორტის ტერიტორიაზე იყოფებოდა, რა დროსაც მასთან სამართალდამცველები მივიდნენ, ბრალი განუმარტეს, ხელბორკილები დაადეს და პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით იორდანიის მოქალაქე, სახელად მუსტაფა დუკაი ნარკოტიკულ საშუალებას, კერძოდ, "მარიხუანას" სისტემატურად ყიდდა.

დაკავებამდე, პოლიციამ ოპერატიულ ინფორმაცია მიიღო, რომ იორდანიას მოქალაქე ნარკოდანაშაულის სქემაში იყო ჩართული. შინაგან საქმეთა სამინისტრომ დანაშაულის დამადასტურებელი მტკიცებულებების ნაწილი გაასაჯაროვა.

სამართალდამცველებმა მოსამართლის განჩინებით საკონტროლო შესყიდვა განახორციელეს. გამოძიების ინფორმაციით, მასალაში მუსტაფა დუკაი ჩანს. ის ნარკოტიკულ საშუალებას, საკუთარი ბინის სადარბაზოში ყიდდა. ჩანაწერის მიხედვით, 25 წლის ახალგაზრდასთან მომხმარებელი მიდის, რომელიც თანხას აძლევს და სანაცვლოდ დუკაისგან სასურველი რაოდენობის "მარიხუანას" იღებს. ბრალდებული ახლა ორთვიან პატიმრობაშია და ადვოკატის ინფორმაციით, ის დუმილის უფლება იყენებს.

გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, საქმეში ნივთმტკიცების სახით დევს გასაღებული ნარკოტიკიც, გამოძიება იორდანიის მოქალაქის წინააღმდეგ მარიხუანას შეძენა-შენახვა-რეალიზაციის მუხლით მიმდინარეობს.

თბილის საერთაშორისო ტერიტორიაზე დაკავებულ მუსტაფა დუკაის, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 10 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

დღის ამბები