22 აგვისტო 2026,   16:29
ვრცლად
დაპირისპირება ოპოზიციაში - ბოიკოტში დარჩენილები ამბობენ, რომ არსებულ ვითარებაში თვითმმართველობის არჩევნებში შესვლა საერთო ოპოზიციური ბრძოლის ღალატია

გახარიას თანაგუნდელები ოპონენტებად ქცეულ კოლეგებს მიმართავენ და ამბობენ, რომ ზეწოლის მიუხედავად, გადაწყვეტილებას არ შეცვლიან და თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებენ.

ბოიკოტში დარჩენილები გახარიასა და ხაზარაძე-ჯაფარიძის გუნდებს გადაწყვეტილებას ამ დრომდე ვერ პატიობენ. ამბობენ, რომ არსებულ ვითარებაში თვითმმართველობის არჩევნებში შესვლა საერთო ოპოზიციური ბრძოლის ღალატია.

ფედერალისტების ბრალდებების ადრესატი პარტია კრიტიკას დუმილით პასუხობს. ხაზარაძე-ჯაფარიძის გუნდში ამბობენ, რომ ახლა ორიენტირებული არა ოპოზიციის შიდა დაპირისპირებაზე, არამედ წინასაარჩევნო კამპანიაზე არიან.

ერთად თუ ცალ-ცალკე, ხელისუფლებისთვის ოპოზიცია ნებისმიერი კონფიგურაციით მარცხისთვის არის განწირული. თავად სახელისუფლებო პარტია არჩევნებში გამარჯვებისთვის ემზადება და დედაქალაქის მერობის კანდიდატს მომდევნო კვირაში დაასახელებს.

ოპოზიციაში მორიგი დაპირისპირების საფუძველი მუნიციპალური არჩევნები გახდა. 4 ბარიერგადალახული პარტიიდან 2-მა ბოიკოტში დარჩენა, 2-მა კი 4 ოქტომბრის საარჩევნო მარათონში ჩართვა გადაწყვიტა.

დღის ამბები