22 აგვისტო 2026,   21:26
ვრცლად
გიორგი გახარია არის სიტუაციური მატყუარა, გარბის ყველა შემთხვევიდან - ჯერ 2021 წელს "ქართული ოცნებიდან" გაიქცა, ხოლო ახლა თავისივე პარტიას გაექცა - შალვა პაპუაშვილი

გიორგი გახარია არის სიტუაციური მატყუარა და ამავე დროს, ვხედავთ, რომ მას პასუხისმგებლობის აღების უნარი არ აქვს, გარბის ყველა შემთხვევიდან, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, გიორგი გახარია ჯერ 2021 წელს "ქართული ოცნებიდან" გაიქცა, ხოლო ახლა თავისივე პარტიას გაექცა.

"გიორგი გახარია არის სიტუაციური მატყუარა, რაც არაერთხელ დადასტურდა, მათ შორის საგამოძიებო კომისიაზეც. მან სამ წუთში ორი სხვადასხვა რამ თქვა, რომ არ ახსოვს ვისთან რა საუბარი ჰქონდა გადადგომის წინა დღეს და 5 წუთში თქვა, რომ ამერიკის ელჩს შეხვდა და ვიცით, რომ უცხო ქვეყნის ელჩების დავალებით გადადგა თავისი თანამდებობიდან. სიტუაციური მატყუარაა და ამავე დროს, ვხედავთ, რომ მას პასუხისმგებლობის აღების უნარი არ აქვს, გარბის ყველა შემთხვევიდან. გაიქცა 2021 წელს "ქართული ოცნებიდან", ახლა თავის პარტიას გაექცა, დარბის და თან იტყუება. მის პროფილს და რა ღირებულებების მატარებელიცაა ამას ყველა პირდაპირ ეთერში ხედავს", - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

დღის ამბები