ეროვნულ ბანკსა და კორეის ცენტრალურ ბანკს შორის უნაღდო გადახდების განვითარების პროექტი იწყება. ამ მიზნით, საქართველოს კორეის ცენტრალური ბანკისა და კორეის საფინანსო სატელეკომუნიკაციო-საკლირინგო ინსტიტუტის (KFTC) წარმომადგენლობითი დელეგაცია ეწვია.
ვიზიტის საწყის ეტაპზე, საქართველოს ეროვნულ ბანკსა და კორეის ცენტრალურ ბანკს შორის ხელი მოეწერა თანამშრომლობის შეთანხმებას, რომლის ფარგლებშიც ოფიციალურად გაფორმდა აღნიშნულ პროექტში პარტნიორობა.
ეროვნული ბანკის მხრიდან დოკუმენტს ხელი მოაწერა სებ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ეკატერინე გალდავამ.