22 აგვისტო 2026,   16:19
ვრცლად
ორთაჭალჰესის ხიდის სრული რეაბილიტაცია დაიწყო

ორთაჭალჰესის ხიდის სრული რეაბილიტაცია დაიწყო. ამ ეტაპზე, მიმდინარეობს მოსამზადებელი კვლევები. ცალ მხარეს სავალი ნაწილის დემონტაჟი უკვე განხორციელდა.

სხვადასხვა სამუშაოს გამო, საავტომობილო მოძრაობა შეზღუდულია ხიდის ერთ სამოძრაო ზოლში. პროექტი, რომლის ღირებულებაც მილიონ 800 ათასი ლარია, ნოემბერში დასრულდება.

დღის ამბები