20 ივნისი 2026,   11:48
ვრცლად
25 წლის ბრიტანელი ტურისტი სასტუმროს აივნიდან გადავარდა და დაიღუპა - შემთხვევა მალტაზე მოხდა

მალტაზე, 25 წლის ბრიტანელი ტურისტი სასტუმროს აივნიდან გადავარდა და დაიღუპა. ინფორმაციას dailymail-ი ავრცელებს.

პოლიციამ მამაკაცის უსიცოცხლო სხეული, რომელიც მიწაზე იწვა, პარასკევს, სენტ-ჯულიანის სასტუმროში იპოვა. ადგილზე გამოძახებულმა სასწრაფო დახმარების ბრიგადამ დაადასტურა, რომ მამაკაცი უკვე გარდაცვლილი იყო.

გამოძიების წინასწარი მონაცემებით, მამაკაცი აივნიდან დაახლოებით დილის 4:15 გადავარდა. მალტის პოლიციის ინფორმაციით, გამოძიება გრძელდება.

დღის ამბები