22 აგვისტო 2026,   15:36
ვრცლად
"ჩვენთვის პრიორიტეტულია, რომ საქართველოს დღის წესრიგში მდგარი ამოცანები იყოს კარგად ცნობილი ჩვენი კოლეგებისთვის" - მაკა ბოჭორიშვილი

ხორვატიაში, დუბროვნიკის ფორუმი 2025 გრძელდება. ამ წუთებში სახელმწიფოების ლიდერები, საგარეო საქმეთა მინისტრები და უმაღლესი დიპლომატები მსჯელობენ არსებულ გამოწვევებზე და გეოპოლიტიკურ პრობლემებზე, რომელთა მოგვარების გზაც მოლაპარაკებებზე გადის.

რამდენიმე საათში, პანელური დისკუსიის ფორმატით შეკრებილ საზოგადოებას მაკა ბოჭორიშვილი მიმართავს. საქართველოს პირველი დიპლომატი აწარმოებს ინდივიდუალურ შეხვედრებსაც, კოლეგებთან პარტნიორი ქვეყნებიდან და ორგანიზაციებიდან.   

"მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს პოზიციები იყოს გაზიარებული, საქართველოსთან დაკავშირებულ საკითხებზე გვქონდეს მსჯელობა. რა თქმა უნდა, ჩვენთვის პრიორიტეტულია, რომ საქართველოს დღის წესრიგში მდგარი ამოცანები იყოს კარგად ცნობილი ჩვენი კოლეგებისთვის. საქართველო, რომელიც იბრძვის ქვეყანაში და რეგიონში სტაბილურობისთვის, უსაფრთხოებისთვის, ეს არის მნიშვნელოვანი და რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ასევე, რომ კარგად გააცნობიერონ ჩვენმა პარტნიორებმა ამასთან დაკავშირებით, თუ რა გამოწვევების წინაშე დგას ქვეყანა.

ასევე, განხილვების დროს, ჩვენ შესაძლებლობა გვექნება, ვისაუბროთ იმ როლზე, რაც საქართველოს აქვს რეგიონში, როლზე, რომელიც არის ევროპისა და აზიის დაკავშირებადობის თვალსაზრისით. ეს არის ერთ-ერთი აქტუალური საკითხი, რომელიც დღეს განიხილება სწორედ ამ ფორუმის ფარგლებში და მნიშვნელოვანია, რომ საქართველო, როგორც ერთ-ერთი ქვეყანა შუა დერეფანში, ერთ-ერთი ქვეყანა, რომელსაც აქვს დიდი პოტენციალი, ითამაშოს მნიშვნელოვანი როლი სწორედ ამ მიმართულებით, არის მოწვეული და გვექნება შესაძლებლობა, რომ წარმოვაჩინოთ ჩვენი შესაძლებლობები და პრიორიტეტები," - აცხადებს მაკა ბოჭორიშვილი.

დღის ამბები