"ელენე ხოშტარია და მისი გარემოცვა ამბობენ ხოლმე, რომ რუსეთი არ იცავს ხელშეკრულებებს და არ უნდა ვენდოთ რუსეთსო, რაღა ხოშტარიების ოჯახის მიმართ იცავს ხელშეკრულებებს რუსეთი", - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, რადიკალები ძალიან კომფორტულად იღებენ იმ ფულს, რომელიც სხვა მხრივ რომ ჰკითხო, არის მიუღებელი.
"ელენე ხოშტარია და მისი გარემოცვა ამბობენ ხოლმე, რომ რუსეთი არ იცავს ხელშეკრულებებს და არ უნდა ვენდოთ რუსეთსო, რაღა ხოშტარიების ოჯახის მიმართ იცავს ხელშეკრულებებს რუსეთი. ამბობენ, მათი წინაპრის ინტელექტუალური საკუთრების გამო ხდება თანხების ჩარიცხვაო. გამოდის, რომ მათი წარმოდგენით, რუსეთი მთელ მსოფლიოს ურღვევს ხელშეკრულებებს, არღვევს საერთაშორისო სამართალს, მაგრამ მაინც და მაინც ხოშტარიების ოჯახია, სადაც რუსეთის ბიუჯეტი დღესაც არ გადააცილებს ხოლმე, რომ თანხები ჩაურიცხოს. მინდა, ყველას შევახსენო, ეს არის რუსეთის ფედერალური ბიუჯეტიდან პირდაპირ ჩარიცხული თანხები. ესეც აჩვენებს, რა ფარისევლობას აქვს ადგილი რადიკალებში, წარმოსახვითია, რაც უნდათ, დათესონ თავის მომხრეებში. სინამდვილეში, ძალიან კომფორტულად იღებენ იმ ფულს, რომელიც სხვა მხრივ რომ ჰკითხო, არის მიუღებელი. მორალური დეგრადირების ერთ-ერთი მაჩვენებელია", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.