"მიუღებელია ის ისტერია, პირდაპირ გამოვიყენებ ამ სიტყვას, რაც მიმდინარეობს როგორც ჩვენი პარტიის, ისე "ლელოს" მიმართ, განსხვავებული აზრის გამო," - ეს განცხადება პარტია "გახარია-საქართველოსთვის" წევრმა, თამარ კეკენაძემ ოპოზიციაში არსებულ უთანხმოებაზე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით გააკეთა.
მისივე თქმით, მისი პარტიის მთავარი საქმე ახლა პარტიულად ნეიტრალური კანდიდატების მოძებნაა.
"ეს გადაწყვეტილება არ შეიცვლება. ჩვენ უკვე ძალიან დიდი ხანია აქტიურად ვმუშაობთ ადგილებზე კანდიდატების მოსაძებნად. ჩვენი მთავარი საქმე დღეს არის პარტიულად ნეიტრალური კანდიდატების მოძიება როგორც თბილისში, ისე რეგიონებში," - აცხადებს თამარ კეკენაძე.
ავტორი: ნანა გოგატაძე