ნარკოდანაშაულისთვის პოლიციამ 31 წლის კაცი დააკავა. "კურიერის" ინფორმაციით, ლაშა მსხილაძე ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდა. სამართალდამცველებმა სახლიდან განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები ამოიღეს. "რუსთავი 2"-მა დაკავების დეტალები გაარკვია. მას შემდეგ, რაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ ოპერატიული ინფორმაცია მიიღო, ბესარიონ ჟღენტის ქუჩაზე საპოლიციო ღონისძიება ჩატარდა.
მეფედრონი, ემდიემეი, მეტამფეტამინი, პსილოცინის შემცველი სოკო, მარიხუანა და პრეგაბალინი - დიდი რაოდენობით ნარკოტიკის გარდა, პოლიციამ საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ნარკოტიკის დაფასოებისთვის საჭირო მასალებიც ამოიღო. დაკავებულის ადვოკატი ამბობს, რომ მსხილაძე დუმილის უფლებას იყენებს.
ბოლო პერიოდში სამართალდამცველების მიერ არაერთი საპოლიციო ღონისძიების შედეგად, ათეულობით ნარკოდამნაშავეა დაკავებული. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მათგან უმრავლესობას ნარკოტიკული საშუალების რეალიზებას ედავებიან.
დაკავებულის წინასასამართლო სხდომა 18 აგვისტოს არის ჩანიშნული. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მას 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.