"ნაციონალური მოძრაობა" აცხადებს, რომ გააკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ ქვეყანაში თვითმმართველობის არჩევნები არ შედგეს. პარტიის რეგიონული მდივნის შემდეგ, თემაზე გიორგი ბარამიძემ ისაუბრა. ის ამბობს, რომ უბნები არჩევნებზე ცარიელი უნდა იყოს და ეს მათი ბრძოლის ერთ-ერთი მიმართულებაა.
"ქართულ ოცნებაში" კი ამბობენ, რომ მოქალაქეებისთვის ხელის შეშლა, აირჩიონ წარმომადგენლები, ქვეყნის კონსტიტუციის და კანონმდებლობის დარღვევაა.
"აშკარად ჩანს, რომ არეულები არიან. გარკვეული პარტიები ამბობენ, რომ არჩევნებისთვის ემზადებიან. ჩვენთვის მნიშვნელობა არ აქვს ისინი რა გადაწყვეტილებას მიღებენ. მთავარი არის ჩვენი პოზიციები - "ქართული ოცნება-დემოკრატიულ საქართველოს“ უკვე დაწყებული აქვს მზაობა არჩევნებისთვის. ჩვენ ძალიან მალე დავიწყებთ წინასაარჩევნო კამპანიას, საზოგადოებას მივაწვდით კონკრეტულ ინფორმაციას პროექტებზე, თუ რის გაკეთებას ვაპირებთ მომდევნო წლებში. მე დარწმუნებული ვარ, რომ ყველა მუნიციპალიტეტში გაიმარჯვებს "ქართული ოცნება", რადგან ის არის ერთადერთი ძალა, რომელიც საქართველოს, ქართველ ხალხს ემსახურება და არ იმართება გარედან, როგორც რადიკალები იმართებიან", - აღნიშნა თბილისის მერმა.