20 ივნისი 2026,   10:26
ვრცლად
ტრამპის განცხადებით, აშშ უკრაინას მეტ იარაღს მიაწვდის

უკრაინის ომზე საუბრობს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი - დონალდ ტრამპის განცხადებით, შტატები უკრაინას მეტ იარაღს მიაწვდის, რათა ქვეყანას რუსეთის თავდასხმებისგან თავდაცვაში დაეხმაროს.

მანამდე, ტრამპთან სატელეფონო საუბრის შემდეგ, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ შეერთებული შტატების პრეზიდენტი კიევის "ცის დაცვის" შესაძლებლობების გაზრდაზე მუშაობას დათანხმდა. მისივე თქმით, ამერიკის პრეზიდენტთან თავდაცვის ერთობლივი წარმოების, შესყიდვებისა და ინვესტიციების შესახებ ისაუბრა.
 

დღის ამბები