21 აგვისტო 2026,   10:18
ვრცლად
"მე მათ ოპოზიციაში ვერ შევალ, პირდაპირ მოვუწოდებ, რომ დადონ ფაქტები. სხვა მხრივ, ეს იქნება კიდევ ერთი დასტური ძალიან დიდი ტყუილისა, ველოებით ფაქტებს" - ლანა გალდავა ანა წითლიძის განცხადებაზე

"ლელოს" გადაწყვეტილების გამო, მიიღოს მონაწილეობა თვითმმართველობის არჩევნებში, ოპოზიციაში დაპირისპირება მწვავდება.

"ნაციონალურ მოძრაობაში" აცხადებენ, რომ "ლელო" მისთვის სასარგებლო ეთერებში ფულს იხდიდა. "მათ შორის ჩვენც გვეუბნებოდნენ, ოღონდ თქვენ არ დაგვარტყათო", - განაცხადა ანა წითლიძემ ლევან სანიკიძესთან და ირაკლი ფავლენიშვილთან ერთად "ფეისბუქ-ლაივის" დროს.

"ლელო" ცდილობს, რომ "დააბოლოს" ამომრჩეველი, მაგრამ ვერავისაც ვერ "აბოლებს". მათ შორის, ჩვენც გვეუბნებოდნენ, რომ ოღონდ თქვენ არ დაგვარტყათ... ჩემთვის რა მნიშვნელობა აქვს ბიძინა ივლის ჩემოდნით და იყიდის თუ მამუკა ივლის და ის იყიდის. სად ვართ ხალხო, რომ ამ ბრძოლაში ამაზე გვიწევს საუბარი. მართლა რა ჰგონიათ", - განაცხადა ანა წითლიძემ.

პარტია "ლელო - ძლიერი საქართველოს" პოლიტიკური საბჭოს წევრი, ლანა გალდავა "ნაციონალურ მოძრაობას" მოუწოდებს ფაქტები დადონ.

"მათ მოიტანონ მტკიცებულებები. მე მათ ოპოზიციაში ვერ შევალ. მე მათ არ ვაკრიტიკებ. მე მათ პირდაპირ მოვუწოდებ, რომ დადონ ფაქტები. სხვა მხრივ, ეს იქნება კიდევ ერთი დასტური ძალიან დიდი ტყუილისა. ასე რომ ველოებით ფაქტებს", - განაცხადა ლანა გალდავამ.

ოპოზიციაში არსებული დაპირისპირება არ უკვირთ მმართველ გუნდში. "ქართული ოცნების" განცხადებით, გარე ძალები "ლელოს" და გახარიას გუნდის წინ წამოწევას ცდილობენ, რითაც უკმაყოფილოები არიან "ნაციონალური მოძრაობისა" და "კოალიცია ცვლილების" წევრები.

დღის ამბები