"პასუხი მათი მხრიდან, რომ რეალურად, ისინი ამ ყველაფერზე ამბობენ უარს, მეტყველებს ერთ რამეზე, რომ მათ გააჩნიათ ისტერიული შიში იმის, რომ მწარედ დამარცხდებიან თვითმმართველობის არჩევნებზე და შემდეგ ამ ყველაფერს გადააბრალებენ და თითს გაიშვერენ იმ მოცემულობისკენ, რომელიც საკუთარი ქმედებით და კრიმინალის ჩადენით შექმნეს" - პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, დავით მათიკაშვილი მსჯავრდებული პოლიტიკოსების მიმართ საქართველოს პრეზიდენტის შეთავაზებას ეხმაურება.
"ეს არის გადადგმული ნაბიჯი იმ ადამიანებისთვის, რომლებიც საკუთარი ფეხით, საკუთარი დანაშაულით, საკუთარი ქმედებით და პატრონების დავალებით, პირდაპირ შებრძანდნენ ციხეში, რომ ისევ გამობრძანდნენ იქიდან და იმ მცირე რაოდენობა მხარდამჭერები, რომლებიც ჰყავთ, მათთან ერთად, სრულყოფილად მოემზადონ არჩევნებისთვის. პასუხი მათი მხრიდან, რომ რეალურად, ისინი ამ ყველაფერზე ამბობენ უარს, მეტყველებს ერთ რამეზე, რომ მათ გააჩნიათ ისტერიული შიში იმის, რომ მწარედ დამარცხდებიან თვითმმართველობის არჩევნებზე და შემდეგ ამ ყველაფერს გადააბრალებენ და თითს გაიშვერენ იმ მოცემულობისკენ, რომელიც საკუთარი ქმედებით და კრიმინალის ჩადენით შექმნეს," - აცხადებს დავით მათიკაშვილი.
ავტორი: ნანა გოგატაძე