23 აგვისტო 2026,   07:54
ვრცლად
დავით მათიკაშვილი ფიშერზე - "ამბობს, რომ ელენე ხოშტარია რადიკალი არ არის, წარმოგიდგენიათ როგორი თვალში ნაცრის შეყრაა ჩვენი საზოგადოებისთვის ეს. თან, იმ პიროვნებისგან, რომელიც ჩვენი მეგობარი გერმანიის წარმომადგენელია საქართველოში"

გერმანელი დიპლომატის ინტერვიუ "რადიო თავისუფლებასთან" - საქართველოს საშინაო და საგარეო პოლიტიკა და დიპლომატიის ამოცანები, პეტერ ფიშერი საათნახევრიან ინტერვიუში სხვადასხვა საკითხზე ამახვილებს ყურადღებას. ელჩი ღიად ამბობს, რომ აქ არა საქართველოს, არამედ გერმანიის ინტერესების გასატარებლად იმყოფება. საუბრობს "დიფ სთეითზეც". აცხადებს, რომ ის უბრალოდ არ არსებობს. საქართველოში მიმდინარე მოვლენების შეფასებისას კი, ფიშერმა ელენე ხოშტარიას შიმშილობასთან დაკავშირებულ ეპიზოდზეც ისაუბრა.

ფიშერის ინტერვიუს, სახელისუფლებო გუნდში უკვე მოჰყვა შეფასებები:

"მერამდენედ უნდა დაადასტუროს გერმანიის ელჩმა, რომ ის პრაქტიკულად ელჩობას თავს ანებებს საქართველოში მისი საქმიანობიდან გამომდინარე, რადგან, რასაც ის აკეთებს, ეს არ შეიძლება განხილული იქნას, დიპლომატიური სტატუსის მქონე პირის საქმიანობის ლაიტმოტივად. ამ ინტერვიუში ბრძანებს, რომ ის მხოლოდ გერმანიის ინტერესებს წარმოადგენს. როგორ შეიძლება მხოლოდ სხვა ქვეყნის ინტერესები წარმოადგინო, როცა კონკრეტულ ქვეყანაში ელჩი ხარ. ის ამბობს, რომ ელენე ხოშტარია რადიკალი არ არის. წარმოგიდგენიათ როგორი ტყუილი და თვალში ნაცრის შეყრა ჩვენი საზოგადოებისთვის ეს. თან, იმ პიროვნებისგან, რომელიც ჩვენი მეგობარი გერმანიის წარმომადგენელია საქართველოში. კიდევ მნიშვნელოვანი თეზა, რომელიც მან აღნიშნა, რომ თითქოს არ არსებობს "დიფ სთეითი". მოდი, საერთოდ ჩამოყალიბდნენ გერმანელები, აღიარებენ თუ არა, შეერთებული შტატების პრეზიდენტს და მის ადმინისტრაციას ლეგიტიმურ ხელისუფლებად,"- აცხადებს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი.

დღის ამბები