რუსთავში, ორდღიანი მუსიკალური ფესტივალი "ოქსიგენ ფესტი" იწყება. უკვე ტრადიციად ქცეული ფესტივალი, წელს, სტუმრებს უფასოდ მიიღებს და რუსთავის სკოლების მედალოსნების დაჯილდოებით, საღამოს 20:00 საათზე დაიწყება. მუსიკალურ ნაწილს ანსამბლი "თუთარჩელა" გახსნის.