გამოცდიდან გამოსული აბიტურიენტები პირველ ემოციას მთავარ გულშემატკივრებს უზიარებენ. პროფესიის ასარჩევად პირველი ნაბიჯი გადადგმულია. სტუდენტობის სურვილი 39 000-მა აპლიკანტმა გამოთქვა და დღეს გამოცდა ქართულ ენასა და ლიტერატურაში ჩააბარა.
ერთიანი ეროვნული გამოცდები მთელი საქართველოს მასშტაბით მიმდინარეობს. გახსნილია 24 საგამოცდო ცენტრი.
საგამოცდო პროცესი მიმდინარეობდა სასჯელაღსრულების დაწესებულებაშიც. წელს გამოცდას 36 ბრალდებული აბარებს. ადგილზე ყველა საჭირო ტექნიკური საშუალებაა მოწყობილი.
პროცესის მიმდინარეობას გაეცნო განათლების მინისტრი. გივი მიქანაძემ მომავალ სტუდენტებს წარმატება უსურვა და განმარტა, რომ გამოცდების უმაღლესი სტანდარტით ჩასატარებლად სახელმწიფოს სრული მზაობა აქვს.
გამოცდების დაწყება აბიტურიენტებს პრემიერ-მინისტრმა და პრეზიდენტმა მიულოცეს. საგამოცდო პროცესი ხვალიდან განახლდება. აბიტურიენტების მეორე ნაწილი ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაზე რეგისტრაციას ხვალ დილიდან გაივლის.